თხის რქა
თხის რქებს იშვიათად უმართლებთ, ამიტომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ თავდაუზოგავი და მძიმე შრომის შედეგია. მათ გამართლების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
მერწყული
ბედის საჩუქარი მათ ხშირად ხვდებათ მარტივად და მოულოდნელად. მერწყულების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ამას იღებენ, როგორც ბუნებრივ ამბავს.
თევზები
თევზებმა უკვე დიდი ხანია ისწავლეს: პირად ცხოვრებაში იდილია,სამსახურში წარუმატებლობას ნიშნავს. როგორც კი საქმე გამოსწორდება, ისინი ახლობლებთან კამათს იწყებენ.
ვერძი
წვრილმანებში მათ ხშირად უმართლებთ, მაგრამ უფრო მსხვილ საჩუქრებს ისინი წლობით ელიან. სწორედ ამიტომ, ყველაზე პატარა წარმატებებიც ბავშვივით უხარიათ.
კურო
კუროები ფულს მაგნიტივით იზიდავენ, ამიტომ ამაში მათ ყოველთვის უმართლებთ. სხვა დანარჩენს რაც შეეხება კუროებს სამყაროსგან მარტივად არ ხვდებათ, ამიტომ ყველაფრის მიღწევა საკუთარი ძალებით უწევთ.
ტყუპი
ტყუპის მთავარი უნარი – ყბედობაა. მათ ნებისმიერთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ე.ი. ყველგან ჰყავთ ნაცნობები, ამიტომ წარმატება სულაც არ სჭირდებათ – ისინი მას თავად ქმნიან.
კირჩხიბი
კირჩხიბებს გამართლების არ სჯერათ, ამიტომ ყველა გამართლებას სიფრთხილით ეკიდებიან. ეს იშვიათად, მაგრამ ყველაზე საჭირო დროს ხდება.
ლომი
ლომი გამართლებას იზიდავს. იღბალი მათ არასდროს ღალატობს. ხოლო თუ რაიმე ცუდი ხდება, ის წარუმატებლობას იღებს, როგორც ბედის საჩუქარს და სრულყოფილების შანსს.
ქალწული
ქალწულს იღბალი სულაც არ სჭირდება – რაში სჭირდება ის ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავის, სისტემის და მძიმე შრომის სწამთ. მაგრამ ხანდახან ძველ ქურთუკში ფულსაც პოულობენ.
სასწორი
როცა სასწორებს უმართლებთ, ისინი პატარა დღესასწაულს აწყობენ – მადლობას უხდიან ბედისწერას და მომენტით სიამოვნებას იღებენ. რადგან ეს ძალიან იშვიათად ხდება.
მორიელი
უმართლებს ყველგან და ყოველთვის, ამიტომ მორიელები ყველა გარშემო მყოფთ აღიზიანებენ. მოხვდებიან უკანასკნელ ვაგონში, ქუჩაში იპოვიან ფულს, გაივლიან ურიგოდ – ეს ყველანი მორიელები გახლავთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალიან ზარმაცები არიან. ბედისწერა რატომღაც მიიჩნევს, რომ ყველაფერში ბალანსია საჭირო და აძლევს მათ იმას, რაზეც მშვიმდოსნების ხელი არ მიუწვდებათ. საყვარელი ადამიანები თავად ურიგდებიან, ფული ხელში უვარდებათ და სამსახურში ნებისმიერი შეცდომა ეპატიებათ.
[sexy_author_bio]