ცენტრალურ შვედეთში, ქალაქ ვესტეროსში, ორი ნიღბიანი, დანებით შეიარაღებული კაცი საშუალო სკოლაში შეიჭრა და მუქარით, ბავშვებს კომპიუტერები წაართვა – ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ტელეკომპანია წერს, როცა თავდასხმა მოხდა, ვასტეროსის სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობდა. მათ მასწავლებლების დადევნების შემდგომ იძულებულები გახდნენ კომპიუტერების ნაწილი დაეტოვებინათ.
„მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ბევრი ბავშვი დასევდიანდა – შეწუხებულები და შოკირებულები არიან იმის გამო, რომ საშინელ და ტრავმულ მოვლენას შეესწრნენ.
ასეთი რამ არ უნდა მოხდეს სკოლაში, ეს საშინელება“- ამბობს სკოლის დირექტორი.
როგორც BBC წერს, არცერთი სტუდენტი და პერსონალი არ დაშავებულა, მაგრამ გამვლელს, რომელიც ჩარევას ცდილობდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია.
დამნაშავეებმა კი, გაქცევა შეძლეს.