ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღსა და 26 სკოლაში გატარებულია შემზღუდველი ღონისძიებები.
ჯანდაცვის ცენტრი სიმპტომის მქონე მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში არ იარონ და სამსახურში არ გამოცხადდნენ.
“სიმპტომიან პაციენტებს ვთხოვთ, არ გამოცხადდეს სამსახურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მიმართონ უბნის ექიმს და ჩაიტარონ ტესტირება. უმნიშვნელოვანესია, რომ დაიცვან რეგულაციის წესები. ნუ შეხედავენ ომიკრონის შტამს, როგორც ძალიან იოლ შტამს, რადგანაც ესეც კოვიდ-ინფექციაა, შედარებით იოლად გამოხატული კლინიკური მიმდინარეობით, თუმცა ეპიდ დაკვირვების ეს მონაცემები, ძირითადად გვაქვს იმ ქვეყნებიდან, სადაც მოსახლეობის იმუნიზაციის პროცენტული მოცვა 80-95 %“,_ განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემილოგმა ელზა სიმონიშვილმა.