„ომიკრონის“ შემთხვევაში პაციენტი გადამდებად ითვლება ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, იზოლაციის ვადების შემცირება „ომიკრონმა“ მოიტანა, რომელიც „დელტასთან“ შედარებით ნაკლები ხანგრძლივობით და ნაკლები გადადების პერიოდით ხასიათდება.
„როდესაც ჩვენ ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია „დელტა“, მაგრამ „ომიკრონთან“ იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია – 5 დღე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
წყარო: იმედინიუსი