ენერგოომბუდსმენი მარეგულირებელი კომისიის ერთკვირიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. საუბარია სემეკის კომისიაზე, რომელიც “თელმიკოსა” და “თელასში” იკვლევს, თუ რატომ დაერიცხათ აბონენტებს ელექტროენერგიასა და დასუფთავების მომსახურეობაზე გაორმაგებული ტარიფი.
სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ერთი თვის ვადაში ყველა აბონენტს დაუკორექტირდება გადასახადი და დაიდება შემაჯამებელი დასკვნა.
“დღეისათვის მე უკვე მაქვს უწყვეტი ინფორმაცია კომისიიდან, რომ მათ შეამოწმეს ძალიან ბევრი დოკუმენტაცია და მიიღეს სასურველი ინფორმაცია. კომპანია ხელს უწყობს სპეციალური კომისიის მუშაობას და დაინტერესებულია, რომ ყველა ხარვეზი გამოავლინოს. ვთვლი, რომ პირველი სამუშაო კვირა კომისიის მხრიდან საკმაოდ ნაყოფიერი იყო,”– აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.