“მე ვარ ბავშვი, რომელსაც სურდა მეგობრებთან ურთიერთობა. მე არ ვარ ტერორისტი”, _ ასე მიმართა 16 წლის სტუდენტმა კრასნოდარიდან, ნიკიტა უვაროვმა სასამართლოს, რომელმაც ის ტერორისტული საქმიანობის სწავლების ბრალდებით გაასამართლა.
BBC-ის ცნობით, სასამართლომ არასრულწლოვანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
“თუ რეალურ ვადას მომცემენ, სუფთა სინდისითა და ღირსებით მოვემსახურები ქვეყანას. მშვიდად ვიქნები, რადგან ჩემს მეგობრებს ცუდი არასდროს მისწავლია, თანასწორი და სამართლიანი მეგობრები ვიყავით“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
კიდევ ორი ბრალდებული გამოძიების ხელშეწყობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს, პროკურატურა მათთვის ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
მოზარდების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ისინი 14 წლის იყვნენ. საქმე კომპიუტერულ თამაშს, Minecraft-ს ეხება.
კერძოდ, ნიკიტამ და მისმა ორმა მეგობარმა ქალაქ კანსკის ქუჩებში შენობებსა და ბოძებზე გააკრეს წარწერები მოსკოვში დაკავებული სტუდენტის მხარდასაჭერად. მოზარდებმა საპროტესტო ფურცელი გააკრეს რუსეთის ფედერალური სამსახურის შენობაზეც.
ამის შემდეგ, გამომძიებლებმა გაჩხრიკეს მოზარდების სახლები, ტელეფონები და კომპიუტერები და აღმოაჩინეს პოპულარული თამაში Minecraft, სადაც იმ დროს მოზარდები აფეთქებდნენ FSB-ს ვირტუალურ შენობას. რუსეთის საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ ნიკიტა და მისი მეგობრები “ტერორისტული აქტისთვის” ემზადებოდნენ.
წყარო: მთავარიტვ