საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 14 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. რაც ხელს შეუწყობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას და ბუფერის შექმნას ენერგიის არასტაბილური ფასების წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მაკრონის თქმით, ჯერ ააგებს ექვს ბირთვულ რეაქტორს და შეისწავლის კიდევ რვის ექსპლუატაციაში გაშვების შესაძლებლობას.
მაკრონის თქმით, ბირთვული სადგურები ელექტროენერგიის გენერირების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც სუფთა და ეფექტიანი მექანიზმით არის ცნობილი.
„ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“ – განაცხადა მაკრონმა.
როგორც CNN წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის თქით, სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დაიწყება და 2035 წლისთვის დასრულდება.
[sexy_author_bio]