ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე, მოადგილეებთან, მაია კუტუბიძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში 2022 წელს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. ასევე, მსჯელობის საგანი იყო სოფლის დახმარების პროგრამით დასაფინანსებელი პრიორიტეტების გამოკვეთა, მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად.
(R)