ლანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი ინფიცირების დადასტურებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცეტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განაცხადა.
“8 თებერვალს დაუდასტურდა ინფიცირება, 9 თებერვალს გარდაიცვალა. ქრონიკული პაციენტი იყო”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 81 შემთხვევა.
[sexy_author_bio]