პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი ავრცელებს.
მეჭიაური კორონავირუსით იყო ინფიცირებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეჭიაური მათთან 29 იანვარს უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
“თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მერე უკიდურესად დამძიმდა. ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა ფილტვები, აცრილი არ იყო. დიდი ყურადღებას ვაქცევდით, მაგრამ მაინც ვერ მოერია”, – ამბობს ტურძელაძე.