ბავშვი, რომელიც 4 წლის ასაკში გუჩინარდა, ნიუ-იორკში იპოვეს. ამის შესახებ იტყობინება CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გარეუბანში აღმოჩინეს 6 წლის ბავშვი, რომელიც კიბის ქვეშ თავის არაბიოლოგიურ დედასთან ერთად იმალებოდა და აღმოჩნდა, რომ ის 2019 წლის 23 ივლისს გაუჩინარებული გოგო იყო. მაშინ ის 4 წლის იყო.
თავდაპირველად პოლიციელებმა შენიშნეს „ორი პაწაწინა ფეხი“, რომლებიც ხის კიბის ქვეშ მოჩანდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ სწორედ იმ ადგილზე იმალებოდა დაკარგული გოგო.
ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება, იყო ეს გატაცება თუ პირიქით, შუახნის ქალმა ბავშვი გადაარჩინა.
[sexy_author_bio]