ბელარუსი მზადაა დასავლეთის მხრიდან საფრთხის არსებობის შემთხვევაში “ბირთვულ იარაღს” უმასპინძლოს. ამის შესახებ euronews-ის ინფორმაციით, პრეზიდეტნმა ლუკაშენკომ განაცხადა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, მინსკს შეუძლია „სუპერ ბირთვული იარაღის“ განთავსება, თუ მათი „კონკურენტები და ოპონენტები“ გადადგამენ „სულელურ, არაგონივრულ ნაბიჯებს“.
“თუ საჭირო იქნება განვათავსებთ არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს, არამედ სუპერ ბირთვულ იარაღს – პერსპექტიულ იარაღს – ჩვენი ტერიტორიის დასაცავად”, – თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს განცხადებით, რომ არ ყოფილიყო მუქარა ბელარუსის მიმართ არამეგობრული ქვეყნების მხრიდან, ბირთვული იარაღის საჭიროება არ იქნებოდა.
ინფორმაციისთვის, დაძაბულობა ბელარუსის მოკავშირე რუსეთსა და ნატოს შორის უპრეცედენტო დონეს აღწევს უკრაინის მახლობლად ჯარების გადაადგილების გამო.
როგორც ცნობილია, 1991 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელარუსმა უარი თქვა მის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ იარაღზე აშშ-ს ზეწოლის ქვეშ. თუმცა, იარაღი დააბრუნეს რუსეთს და ბელარუსის კონსტიტუციის შედეგად და შემდეგ კი გაკეთდა განცხადება, რომ ქვეყანა დარჩებოდა “ბირთვებისგან თავისუფალ ზონად”. მაგრამ ქვეყანა აპირებს ამ თვის ბოლოს რეფერენდუმს უყაროს კენჭი, რის შედეგადაც შესაძლოა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება დაშვებული გახდეს.
[sexy_author_bio]