ვერძი
ცნობილია, რომ ვერძის ზოდიაქოს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მარსი მართავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ გაეჯიბრონ მამაკაცებს და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცონ მათ. გარდა ამისა, ტიპური ვერძი ქალი სინაზესა და ქალურ მანერებშიც მოიკოჭლებს. მის ლექსიკონში ფაქტობრივად არ მოიპოვება სიტყვა “დათმობა” და “კომპრომისი”, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან გამუდმებით უფუჭდება ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა. რომლის შემდეგაც შელახული თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით, იგი გააფთრებით ცდილობს ამ უკანასკნელს პასუხი აგებინოს არ ან ვერშესრულებული დაპირებების გამო. ყოველივე ზემოთ თქმულთან ერთად, ქალი ვერძი უზომოდ ეჭვიანი და ფიცხია. მას არაფრად უღირს სახალხოდ მოუწყოს გრანდიოზული სკანდალი მამაკაცს, რაც დამეთანხმებით ძლიერი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს შეულახავს თავმოყვარეობას.
ამიტომ, როცა მამაკაცი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს ირჩევს ცხოვრების მეგზურად, ძალიან მყარი ნერვული სისტემითა და უზომო მოთმინების უნარით უნდა იყოს აღჭურვილი. ქალი ვერძი მხოლოდ თავისზე უფრო ძლიერ მამაკაცს სცემს პატივს ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გაგებით. ამიტომ ამ ქალის “ხელში დაჭერა” თუ გინდათ ურთიერთობის საწყის ეტაპზევე მკაფიოდ უნდა დაანახვოთ ვინ არის მთავარი თქვენს ურთიერთობაში. თუკი წარმატებით მოახერხებთ მისთვის საკუთარი ადგილის მიჩენას, შესაძლოა ვერძისგან საკმაოდ კარგი ცოლი დადგეს.