თიბისი, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდისგაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს,ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდეთანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო კარიერასასურველი მიმართულებით და გახდე 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.
თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებითრეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს.
“თიბისი უკვე სამი ათწლეულია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელიკომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები დახელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. თიბისიში ყველა ადამიანსეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ვქმნით გამორჩეულ სამუშაო კულტურას ქვეყანაში”, — ამბობს გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრე ვებგვერდს თიბისი კარიერა – https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/current-vacancies
(R)