უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშროების საბჭოს წევრებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების გამო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ unian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციები როგორც პერსონალური, ისე ეკონომიკური იქნება. უკრაინის რადაში გადაწყვეტილებას მხარი 322-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო და 22-მა თავი შეიკავა.
უკრაინული მედიის ცნობით, სიაში სულ 351 ადამიანია, მათ შორის ალექსანდრე ბოროდაი, ნიკოლაი ვალუევი, გენადი ზიუგანოვი, პიტერ ტოლსტოი, მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი და მოციგურავე ირინა როდნინა.
სანქციები მოიცავს:
აქტივების ბლოკირებას – ამ პირის კუთვნილი ქონებით სარგებლობისა და განკარგვის უფლების დროებითი შეზღუდვა;
სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას;
უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტას;
უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენციას;
ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას;
ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ უცხო სახელმწიფოს რეზიდენტები ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე;
უკრაინის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის აკრძალვა;
ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობის შეზღუდვა ან შეწყვეტა.
როგორც unian წერს, გარდა ამისა, სანაქციები მოიცავს:
ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა, რომელთა ემიტენტებიც არიან ამ კანონის შესაბამისად სანქციების დაკისრებული პირები;
უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან ვალუტის ღირებულების უკრაინიდან ექსპორტის შეწყვეტა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული გადახდის ბარათებზე ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტას გარკვეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;
ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა, უფლება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე;
კულტურული გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და სპორტული კონტაქტების, გასართობი პროგრამების შეწყვეტას უცხო სახელმწიფოებთან და უცხოურ იურიდიულ პირებთან;
უცხო სახელმწიფოების რეზიდენტებისთვის ვიზების მიცემაზე და გაუქმებაზე უარს, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენებას;
ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმება;
უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, დღესასწაულების სხვა ფორმებს;
მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
[sexy_author_bio]