უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის ჯარების 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები ღირსეულ პასუხს სცემენ აგრესორს. სამხედრო ქვედანაყოფები საკუთარ პოზიციებზე იმყოფებიან. მოწინააღმდეგეს დანაკარგი აქვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ უკრაინელი ჯარისკაცების“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს.
ერთად გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას!“ – წერია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა.
[sexy_author_bio]