რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის პასუხისმგებლობა ბელარუსს გადააბრალოს.
ბელარუსის სამხრეთით განლაგებული რუსეთის არმიის შემადგენლობას ბელარუსის არმიის ატრიბუტებს ურიგებენ. ამ სახით ოკუპანტი ცდილობს უკრაინაში შეჭრის პასუხისმგებლობა მინსკს გადააბარლოს.
ამის შესახებ პროექტის _ „სტოპტერორ“ კოორდინატორი სემიონ კაბაკაევი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
ამავე დროს, Reuters იტყობინება, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ორი კოლონა მიემართება.