“თუ ვინმე უკრაინული ოჯახი იცით რომ ჩარჩენილია საქართველოში და ვერ ბრუნდებიან, შემიძლია ბორჯომში სახლში განვათავსო”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით გიორგაძე წერს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში, ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.უკრაინამ დღეს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
[sexy_author_bio]