მოქალაქე დაჩი ვარძელაშვილი მზადაა, ბინა დაუთმოს უკრაინის მოქალქეებს, რომლებიც თბილისში არიან ჩარჩენილები.
“გამარჯობა. 2 საძინებლიან ბინას ვთავაზობ იმ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც თბილისში არიან ჩარჩენილები. რა თქმა უნდა, უსასყიდლოთ . 551677766”,- წერს ვარძელაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში, ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები. შეგახსენებთ, უკრაინამ დღეს სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
[sexy_author_bio]