უკრაინამ ბრძოლაში თურქული Bayraktar TB-2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე განაცხადა. წერს УНИАН.
გამოცემის მიერ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, თურქული დრონებით რუსული ჯავშანტექნიკის 5 ერთეული გაანადგურეს.
უკრაინული მედია УНИАН-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, Bayraktar TB-2-ის რუსული ტანკის წინააღმდეგ გამოყენებაა ასახული.
რუსული მედია კი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 4 Bayraktar TB-2 ჩამოაგდეს.
ცნობისთის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა შეძენილი, გასულ წელს კი მათ დამატებით შეიძინეს ამავე ტიპის კიდევ 24 დრონი.