დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამუშავა _ მან გაყინა რუსეთის ბანკის აქციები და ბრიტანეთში აეროფლოტის თვითმფრინავების ფრენა აკრძალა.
ამ ფონზე ვი თი ბი ბანკის აქციები 42 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო აეროფლოტის _ 30 პროცენტით.
გარდა ამისა, ლონდონის ბირჟაზე რუსული სბერბანკის ხელმოწერები 72 პროცენტით დაეცა.
ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსულ ავიამშენებელ კომპანიას ОАК, რუსულ გემმშენებელ კომპანიას ОСК, სახელმწიფო კორპორაციას Ростех.
ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა პუტინის ყოფილ სიძეს კირილ შალამოვს, ОАК-ის გენერალურ დირექტორს იური სლიუსარს, ვი თი ბი ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს, ФСБ-ს ხელმძღვანელის დენის ბორტნიკოვის შვილს პიოტრ ფრადკოვს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თავშესაფარს მისცემს უკრაინის ხელმძღვანელობას.