უკრაინაში მეორე დღეა აფეთქებების ხმა ისმის.
“მსგავსი რამ კიევმა 1941 წელს განიცადა, როდესაც თავს დაესხა ნაცისტური გერმანია”,_ განაცხადა euronews-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “დივერსიული ჯგუფები” იჭრებოდნენ ქალაქში, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კიევი “შეიძლება იყოს ალყაში”.
თავდასხმა, რომლის შედეგადაც უკვე დაიღუპა 100-ზე მეტი უკრაინელი, არის ყველაზე დიდი სახმელეთო ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსულმა რაკეტებმა დაბომბეს ქალაქები და სამხედრო ბაზები თავდასხმის პირველ დღეს და უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დაკარგეს კონტროლი გაუქმებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. მშვიდობიანი მოქალაქეები მატარებლებში და მანქანებში გადაიყვანეს გაქცევის მიზნით, სასტუმროს პატრონები კი თავშესაფარში, როცა კიევში აფეთქებები გაისმა.
[sexy_author_bio]