საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა ომის შეწყვეტის შესახებ თხოვნას შედეგი არ გამოუღია.
„პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს. ზელენსკის თხოვნა იყო პუტინისთვის მეთხოვა შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება მალე და შემეთავაზებინა მისთვის, მოლაპარაკებები, რადგან მან მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ასე რომ, მე გადავეცი ეს გზავნილი საფრანგეთისგან რუსეთის ფედერაციას მკაფიოდ და ასევე გადავეცი მას გზავნილი უკრაინის პრეზიდენტისგან. ამას რამე შედეგი არ გამოუღია, თქვენ შეგიძლიათ, ეს ცხადად დაინახოთ ამ მომენტისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია ომი“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის განცხადებით, უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად, საფრანგეთი 300 მილიონ ევროს გამოყოფს. ამასთან, ემანუელ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა.