მეორე დღეა, რაც რუსეთის სამხედროები შეიჭრა უკრაინაში და ომი მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ დახმარებას სთავაზობს.
ოზურგეთელი ექიმი ირინა გოგუაძე ფეისბუქგვერდზე წერს:
“ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით და გთხოვთ დამეხმაროთ, რათა ხმა მივაწვდინო უკრაინიდან ლტოლვილ ჯარისკაცების ოჯახებს. ქ. ოზურგეთში მივიღებ მცირეწლოვან ბავშვებს დედებთან ერთად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. შეუძლიათ დამეკონტაქტონ. თუ საჭირო იქნება დავხვდებით საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილზე,ტრანსპორტით. წინასწარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის.“
არასამთავრობო ორგანიზაციის “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ დაფუძნებელი კახა ლომაძე ფეისბუქზე წერს:
“მეგობრებო! ვინც ახლა ვერ ახერხებს უკრაინაში ჩაფრენას – შეგვიძლია 2-3 ადამიანი უზრუნველვყოთ საცხოვრებლით და საკვებით.“
ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე ასევე წერს, რომ მზადაა მის საცხოვრებელ სახლში უმასპინძლოს უკრაინელებს.
“მზად ვარ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ვუმასპინძლო უკრაინელებს“ – წერს ირმა მენაბდე.
[sexy_author_bio]