მანჩესტერ იუნაიტედმა სპონსორობის ხელშეკრულება რუსეთის ეროვნულ ავიაკომპანია Aeroflot-თან გაწყვიტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, რომ აეროფლოტი იუნაიტედის ოფიციალური გადამზიდავია 2013 წლიდან და უახლესი ხელშეკრულება 2023 წლამდე უნდა მოქმედებდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მანჩესტერ იუნაიტედმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იზიარებს გულშემატკივრების შეშფოთებას და თანუგრძნობს დაზალებულებს
”უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ გავაუქმეთ აეროფლოტის სპონსორობის უფლებები.
ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას მთელს მსოფლიოში და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს.“ – წერია კლუბის განცხადებაში
იუნაიტედმა გააგრძელა კონტრაქტი 2015 წელს, ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს 40 მილიონი დოლარის (29,9 მილიონი ფუნტი) ღირებულების.
ცნობისთვის, 23 თებერვალს იუნაიტედმა არ გამოიყენა აეროფლოტი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მადრიდის ატლეტიკოს სათამაშოდ.
24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აუკრძალა აეროფლოტს ოპერირება გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
მანჩესტერ იუნაიტედმა აეროფლოტის თვითმფრინავით მადრიდში გამგზავრებაზე უარი თქვა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.