პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა twitter-ზე დაწერა.
მორავიეცკმა მინისტრთა საბჭოს დაავალა შესაბამისი რეზოლუციის მომზადება.
პოლონური მედიის ცნობით, ეს რუსული ავიახაზებისთვის ნიშნავს როგორც პოლონეთის აეროპორტებში აფრენა-დაფრენის, ისე პოლონეთის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ფრენის აკრძალვას.
პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა დაადასტურა, რომ რუსული ავიახაზებისთვის პოლონეთის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ რეგულაციები “დაუყოვნებლივ მუშავდება და აკრძალვა შუაღამიდან იმოქმედებს”.
[sexy_author_bio]