მსოფლიო რუსეთს და ბელარუსს პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ ქმედებებზე,_ ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
“კრემლის მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. რუსეთმა მოითხოვა შეთანხმებები ნატოს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე იმ ჯარების მოცილების შესახებ, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შემოუერთდნენ. რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოებას და იყენებს ძალას მიზნის მისაღწევად. მსოფლიო რუსეთსა და ბელარუსს, მათ ქმედებებზე პასუხს აგებინებს. რუსეთი, როგორც აგრესორი. ბელარუსი, როგორც ხელშემწყობი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატომ თავდაცვის გეგმა გააქტიურა.
“გუშინ ნატოს მოკავშირეებმა გაააქტიურეს ჩვენი თავდაცვის გეგმები. ჩვენ ვაყენებთ ნატოს საპასუხო ძალების ელემენტებს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში”, – თქვა მან.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ალიანსის ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს კიდევ ათასობით ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
„ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომლებიც მუშაობენ 30-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას და 120-ზე მეტი ხომალდი მაღალი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათ შორის სამი დამრტყმელი ჯგუფი“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ამჟამინდელმა კრიზისმა მხოლოდ გააძლიერა მოკავშირეების ერთიანობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში და მოკავშირეები მზად არიან დაიცვან თითოეული მოკავშირის ტერიტორიის “ყოველი სანტიმეტრი”.