ტვ “დოჟდის“ ინფორაციით, 25 თებერვალს, აფხაზეთმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებებს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომის ოფიციალურად დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ოლქებს დამოუკიდებლობა მიანიჭა.
[sexy_author_bio]