ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე იბადებიან თავშესაფრებში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ სახალხო ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელები ძლიერები და მამაცები არიან. უკრაინელები მშობლიურ მიწაზე არიან და არასოდეს დათმობენ მას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მას რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზება შესთავაზეს.