უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
უკრაინის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს სალომე ზურაბიშვილთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.
„საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები. მადლობელი ვარ ქართველი და ჩეხი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის“, _ წერს ზელენსკი „ტვიტერში“.