სუმში, ოხტირკის რაიონის ჩუპახივკასა და დოვჟიკს შორის, რუსულმა ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და სასწრაფო დახმარების მანქანას სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, იუწყება Ukrinform.
“ჩუპახივკასა და დოვჟიკს შორის, ოხტირკას რაიონში, რუსულმა ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. სასწრაფო დახმარების მანქანას არ უშვებენ ახლოს. მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია”, – წერს ჟივიცკი.