,,ევროკავშირში Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები აიკრძალება,“ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინსტრუმენტებს რუსეთი ევროპაში ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციისთვის იყენებდა, ამიტომაც აიკრძალა.
“ჩვენ ავკრძალავთ კრემლის მედია მანქანას ევროკავშირში. სახელმწიფო Russia Today, Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები, პუტინის ომის გასამართლებლად ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებენ” – წერს ლაიენი.