სატელეკომუნიკაციო ქსელ სილქნეტზე რუსული პროპაგანდისტული არხები, ORT (первый канал россии) და RTR (Россия-РТР) გათიშულია. ამჟამად არხები სატელევიზიო ბადეში იძებნება, თუმცა წერია, რომ ისინი გათიშულია.
ჯერჯერობით, კომპანიას არხების გათიშვის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იბლოკება სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.
[sexy_author_bio]