“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობა არ უნდა, ეძებს მიზეზს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თანამდებობიდან გადააყენონ”, – უთხრა „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
„როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” კადრი არ ჰყავს ჯერ შერჩეული. ამიტომ კიდევ არის ქვეყნის პრემიერი და აგრძელებს იმას, რომ რამენაირად ამ თანამდებობაზე აღარ იყოს. იმედია, რომ ღარიბაშვილი ასე გააგრძელებს და “ქართული ოცნების” შიგნით დაეხმარებიან.
ჩვენი პრემიერის პოზიციით, საქართველო დღეს გულშემატკივრობს რუსეთის ფედერაციას რუსეთ უკრაინის ომში, რაც კატასტროფაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ომი რუსეთმა უკვე წააგო, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებაში ამას ვერ ხედავენ“, _ ამბობს იაგო ხვიჩია.