სამტრედიის პირველი სკოლის მე-5 ა კლასი ჩართულია საერთაშორისო პროექტში eTwinning. სამწუხაროდ, საერთაშორისო პროექტს უკრაინა დროებით გამოეთიშა, რადგან უკრაინელები ვერ ახერხებენ სრულყოფილად მუშაობას რუსული აგრესიის გამო, სწორედ ამიტომ, სამტრედიის პირველი სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ მათი მეგობრებისა და მთელი უკრაინელი ერისთვის.
“ჩვენი სკოლის მე-5 ა კლასი ჩართულია საერთაშორისო პროექტში, რომელიც “eTwinning”-ის ორგანიზებით ტარდება, გვყავს უკრაინელი პარტნიორები, რომლებიც რუსული აგრესიის გამო ვერ ახერხებენ პროექტებში მონაწილეობას, დღეს გადავწყვიტეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ჩვენი პარტნიორების და სრულიად უკრაინელი ერის მიმართ”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” კომენტარში პროექტის ხელმძღვანელმა, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო სტურუამ.