ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, განიხილეს საკითხი, საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
საკითხის ირგვლივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა.
_ თანამდებობის გარეშე დარჩენილი საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკაშირებით, ადრე არსებობდა წესები, რომლის მიხედვით საკრებულოს წევრის ხარჯები ანაზღაურდებოდა. ეს იყო საკრებულოს თავმჯდომარის სარგოს 15%. ეს წესი გაუქმდა და ახლა არ მუშაობს. საკრებულოს ბიუჯეტის რაოდენობიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ფინანსური რესურსები, საკრებულოს წევრის მომსახურების ხარჯების ოდენობა განისაზღვროს 680 ლარამდე. დასკვნა დადებითია და ამის შესახებ ეროდი გორდელაძეს შეუძლია, გვითხრას, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ.
საკრებულოს წევრმა, ეროდი გორდელაძემ თქვა, რომ შესაბამისი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და იყო აზრთა სხვადასხვაობაც, რომ ზოგ მუნიციპალიტეტში 800-900 ლარით განსაზღვრეს საკრებულოს წევრის ხარჯები.
_თუმცა, ჩვენი ბიუჯეტი უკვე შედგენილი იყო და შევჯერდით, რომ საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურება, (რასაც ხელფასს უწოდებენ) თვეში 680 ლარით განისაზღვროს, _ თქვა მან.
საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს და დადგენილება დაამტკიცეს შენიშვნების გარეშე.
[sexy_author_bio]