ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო სპორტული სანქცია დაუწესა.
მსოფლიო ტაეკვონდო აცხადებს, რომ გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
როგოროც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტს შავი ქამარი ჩამოერთვა.
,,მსოფლიო ტაეკვონდო მკაცრად გმობს უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებზე სასტიკ თავდასხმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს მსოფლიო ხედვას „მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია“ და მსოფლიო ტაეკვონდოს პატივისცემისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს.
ამასთან დაკავშირებით, გაეუქმოს 2013 წლის ნოემბერში ვლადიმირ პუტინისთვის მინიჭებული მე-9 დანის საპატიო შავი ქამარი” – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე მსოფლიო ტაეკვანდო აღნიშნავს, რომ მსოფლიო ღონისძიებებზე, რუსეთის და ბელორუსის ეროვნული დროშები და ჰიმნები აიკრძალება
,,საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი სოლიდარობის ნიშნად, ტაეკვონდოს მსოფლიო ღონისძიებებზე რუსეთის ან ბელორუსის ეროვნული დროშები და ჰიმნები არ იქნება გამოფენილი გათამაშებაში. მსოფლიო ტაეკვონდო და ევროპის ტაეკვონდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვონდოს ღონისძიებებს რუსეთსა და ბელორუსში.“ – აღნიშნულია განცხადებაში
ცნობისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიო ტაეკვონდოს შეჯიბრებებზე აიკრძალება რუსეთისა და ბელარუსის ბანერებისა და ჰიმნების გამოყენება და ამ ქვეყნებში ტაეკვონდოს შეჯიბრებები არ იქნება აღიარებული.
ასევე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო, ვლადიმირ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსს უჩერებს. გადაწყვეტილება ასევე ეხება პუტინის ფედერაციის ელჩის სტატუსს.
[sexy_author_bio]