,,ვიბრძვით გადარჩენისთვის. და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რათა ევროპის თანასწორი წევრები ვიყოთ.“ – ასე მიმართ ევროპარლამენტარებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი ვროპარლამენტარებს მოუწოდებს დაემტკიცებინათ, რომ უკრაინას “ხელს არ გაუშვებენ”.
“ჩვენ ძალიან მოტივირებული ერი ვართ, ძალიან. ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის – თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. ახლა კი ვიბრძვით გადარჩენისთვის. და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რათა ევროპის თანასწორი წევრები ვიყოთ. და მე ვთვლი, დღეს ჩვენ ყველა ვაჩვენებთ, რომ ასეთებიც ვართ. ჩვენთან ევროკავშირი ნამდვილად იქნება უფრო მტკიცედ. თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ძალა, რომ, როგორც მინიმუმ, ისეთები ვართ, როგორიც თქვენ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. დაგვიმტკიცეთ, რომ ხელს არ გაგვიშვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და შემდეგ, სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, ნათელი კი – ბნელზე. დიდება უკრაინას!” – ზელენსკიმ.