Anadolu-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე“.
მოსკოვში რუსეთის სამხედრო მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, შოიგუმ თქვა, რომ ოპერაციის მთავარი მიზანია „რუსეთის ფედერაციის დაცვა დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საფრთხისგან“.
შოიგუმ დაადანაშაულა დასავლეთი უკრაინელი ხალხის გამოყენებაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალები არ ახდენენ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და უბრძანა, მიიღონ ყველა ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„ხაზგასმისთ ვამბობ, დარტყმები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და ექსკლუზიურად მაღალი სიზუსტის იარაღით“, – დასძინა მან.
შოიგუმ უკრაინელი სამხედროები ადამიანთა ფარად გამოყენებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ათავსებენ მრავალჯერად სარაკეტო დანადგარებს, იარაღს, დიდი კალიბრის ნაღმტყორცნებს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან.