„პუტინის ეს შეტევა უკრაინაზე წინასწარგანზრახული და არაპროვოცირებული იყო.
მან უარი თქვა მრავალჯერადად შეთავაზებულ დიპლომატიაზე. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო პასუხს არ გასცემდა. და ის ფიქრობდა, რომ ჩვენ შინ დაგვყოფდა. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით. აი, რა გავაკეთეთ. ჩვენ საფუძვლიანად და საგულდაგულოდ მოვემზადეთ.
პუტინის საპირისპიროდ თვეების განმავლობაში ვქმნიდით კოალიციას სხვა თავისუფლებისმოყვარე ერებთან ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში.
მრავალი საათი გავატარე ევროპელი მოკავშირეების გასაერთიანებლად. ჩვენ წინასწარ გავუზიარეთ მსოფლიოს, რა ვიცოდით პუტინის გეგმების შესახებ და ზუსტად როგორ შეეცდებოდა ის თავისი აგრესიის გამართლებას. ჩვენ რუსეთის ტყუილებს წინ დავუყენეთ სიმართლე.
და ახლა, როდესაც მან იმოქმედა, თავისუფალი სამყარო მას პასუხს აგებინებს, ” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.