რუსული აგრესიის ფონზე, მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული გაერთიანება Anonymous-ი კვლავ აგრძელებს რუსეთის ხელისუფლებაზე კიბერ შეტევას.
Anonymous-თან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დატვიტა, რომ ამჯერად გათიშა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი.
“რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე”, – წერს ანონიმუსი ტვიტერზე.
ცნობისთვის, “როსკოსმოსი” რუსული სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციაა, რომელიც ახლო კომუნიკაციაშია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან.
შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა უკვე მიიტანა კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.
[sexy_author_bio]