Українська правда-ს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში გადაიყვანეს და მის “უკრაინის პრეზიდენტად” გამოცხადებას გეგმავენ. ინფორმაციას მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ბელარუსში შეეცდებიან გამოაცხადონ იანუკოვიჩი „უკრაინის პრეზიდენტად“.
როგორც ანონიმური წყარო იუწყება, კრემლი, შესაძლოა, ამზადებდეს საინფორმაციო ოპერაციას ან აქციებს, იანუკოვიჩის დაბრუნების მოთხოვნით. ასევე, შესაძლებელია გამოქვეყნდეს მიმართვა უკრაინელი ხალხის მიმართ მისი სახელით.
შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა.