მოსკოვში 7-დან 11 წლამდე ბავშვები უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს, _ წერს unian-ი.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს: სოფია გლადკოვა 7 წლის, ლიზა გლადკოვა 11 წლის, გოშა პეტროვი 11 წლის, მატვეი პეტროვი 9 წლის და დავიდ პეტროვი 7 წლის.
დაკავებულია ბავშვების დედებიც, თვითმხილველების ცნობით, მათ ჩამოართვეს ტელეფონები და მათ მშობლის უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ.
ბავშვები 1 მარტს, უკრაინის საელჩოსთან იმყოფებოდნენ. ხელში ეჭირათ ყვავილები და ხელით დახატული პლაკატები წარწერით _ “არა ომს”.
[sexy_author_bio]