38-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, _ ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა twitter-ზე დაწერა.
„ამ ღამით მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინის ეს საშინელი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება“, – დაწერა მან twitter-ზე.