დასავლეთის ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ მოიხსნება, თუ რუსეთი შეწყვეტს ომს უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სანქციები დასრულდება, თუ რუსეთი დაასრულებს ამ ომს, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ქვეყნის არსებობის უფლებას”, – აღნიშნა ნულანდმა.