ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია, – ამის შესახებ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ზაპოროჟიესთან ქალაქ ენერგოდარში, ატომურ ელექტრო სადგიურზე ხანძრის გაჩენის ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადგურთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.