რიკოთის უღელტეხილზე საცობებია, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მგზავრებმა შეატყობინეს.
“გურია ნიუსი” გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ამ წუთისთვის “ტრაილერების” გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
“24 საათის განმავლობაში ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ავტომანქანების გადაადგილებას პრობლემა არ შექმნია. დღეს დღის პირველი ნახევრიდან ყველა სახის ავტომანქანა გაატარეს. ახლა ტრაილერების გარდა ყველა სახის ტრანსპორტი მოძრაობს”, _ ამბობენ გზების დეპარტამენტში.
“გურია ნიუსი” ასევე ესაუბრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს თენგიზ ჩიტაიშვილს.
ჩიტაიშვილის თქმით, თოვლის საფარი ისე დიდი არ არის, რომ მოძრაობა შეიზღუდოს.
“ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება ავტომანქანების გადაადგილება“, _ გვითხრა თენგიზ ჩიტაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, უკვე მეორე დღეა, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია, ზოგან კი სეტყვა და თოვლია.