რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 34 ჰოსპიტალია დაზიანდა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, დაზიანებული საავადმყოფოებიდან ზოგმა ვერ შეძლო ფუნქციონირების განახლება.
„მტერმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 საავადმყოფო გააუქმა. ზოგიერთ მათგანს დანგრეული აქვს შენობები, დაზიანებულია ქსელები, რჩება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების სერვისის გარეშე. ეს არის ჟენევის კონვენციების მორიგი დარღვევა, იმის მტკიცებით, რომ ჯანდაცვის მუშაკები არ შეიძლება ჩაერთონ ომში, სამხედრო კონფლიქტებში. ოკუპანტები ამას უგულებელყოფენ, მიზანმიმართულად არღვევენ ჟენევის კონვენციების ყველა დებულებას და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ისინი არმია კი არა, ტერორისტები არიან“, – განაცხადა ლიაშკომ.