რუსეთი საქართველოს მიმართ სანქციებს ხსნის. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ თბილისი უკრაინას მხარს არ უჭერს. განცხადებას წინ უძღოდა 5 მარტის მოლაპარაკება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის, იუწყება ევროპეისკაია პრავდა.
“რუსეთის მარეგულირებლის პრესსამსახური ირწმუნება, რომ შაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მწვერვალის მიუხედავად, მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების წარმომადგენლებს შორის.
მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, რუსული მხარე 6 მარტიდან ხსნის შეზღუდვებს ბელარუსში წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების რუსეთში ექსპორტზე. თეთრ სიას 19 ბელარუსი მწარმოებელი დაემატა.
გარდა ამისა, მოლაპარაკების შედეგად რუსეთის ფედერაცია რძისა და რძის პროდუქტების 15 ქართველი მწარმოებლის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდის. რუსულ ბაზარზე შესვლას ასევე მოსალოდნელია ერთი მწარმოებელი აზერბაიჯანიდან.
გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღება EurAsEC-ის პარტნიორებთან შეთანხმების შემდეგ. მოგეხსენებათ, ბელარუსი გახდა რუსეთის ფედერაციის მთავარი მოკავშირე უკრაინაზე თავდასხმაში, რომელიც უზრუნველყოფდა მას თავისი ბაზებითა და ტერიტორიით”,_ წერია ინფორმაციაში.