შავ ზღვაში უკრაინის შეიაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო საზღვაო ხომალდს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერი სერხი ბრაჩუკი ავრცელებს.
“ჩვენ გავანადგურებთ მტერს. მინუს ერთი საბრძოლო ხომალდი. კაი საქმეა”,_ განაცხადა მან.
ოპერატიული შტაბმა სამხედრო ხომალდზე დარტყმის დეტალები არ გაასაჯაროვა.
”ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იყო ეს საპატრულო გემი თუ სარაკეტო ნავი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის მინუს ერთი გემი”, – თქვა ბრაჩუკმა.